воскресенье, 21 декабря 2008 г.

ყ ვ ე ლ ი

როგორ შევინახოთ ყველი მარილწყალში თუ მშრალად?

ყველის შენახვის მრავალი მეთოდი არსებობს, მაგალიტად ბებიაჩემი ოლღა..........

კამეჩაანთკარის ყველი თელავის ბაზარზე განთქმული იყო. თბილისიდანაც მოდიოდნენ იმის საყიდლად. დღესა, გენაცვა, თელი მსოფლიო რო მაიარო, კამეჩის ყველს ვერსად იშოვნი. პაპიჩემმა მაინც ისეთის გამოყვანა იცოდა, რო შენი მოწონებული! დიდხან არ აჩერებდა წათხში. ახლადმარილგამჯდარ, რბილ-რბილ თავებს ამაიღებდა და ე, ამოდელა ბრტყელ ფიქალზე დააწყობდა. მერმე ემაგ ფიქალს
კრამიტდახურული თალარის თავზე შემოსდგამდა, რო ღორი ან ძაღლი არ მიპარვოდა და მზეზე სდებდა. როცა ყველი გარედან შეხმებოდა და ნეკის სიმსხო ქერქს მაიდებდა, ხურჯინებში ჩავაწყობდით, ვირს ავკიდებდით და სოფელში ჩავზიდამდით ხოლმე. იმავე დღეს გრილ სარდაფში ხის თაროებზე ვალაგებდით და ზამთრამდე ეგრე ვაჩერებდით... როცა მზეზე გამთბარ და კანშემომხმარ ყველს სიგრილეში დადებ, შვილო, ჯერ სუ დაოფლამს, მერე კი, ნელა-ნელა თელ ამ ცხიმს უკან შაიწომს და თეთრი თავი თანდათან ქარვისეეფ ყვითელი ხდება. უჰ, მაგი ჭამას რა სჯობია, ბიჯო-ო! რომელი გუდა და სულგუნი! ეგ ყველი, გენაცვა ყველას კი არ უნდა აჭამო. სიტყვაზე რო ვთქვათ, ხევსური და მეგრელი კი ვერ გაიგებს მაგის გემოსა. ვერც ამერიკელი დააფასებს... ვერც რუსი და თათარი. ეგა, შვილო, უფრო ფრანგს, ან გერმანელს უნდა გააშინჯო, ანდა იტალიის ხალხსა...


როგორგ გამოკითხვამ გვიჩვენა, იმერული, მთიულური და ოსური ყველი უმჯობესია შევინახოთ მარილწყალში, ხოლო ცხვრის ყველი მშრალად გუდაში......
იმერეთში ხშირად გამხმარ ყველსაც იყენებენ...

Комментариев нет:

Отправить комментарий